“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
შპს „თბილისი მოლი“ ავრცელებს განცხადებას დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135) დაგეგმილი მასშტაბური და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ამორტიზაციის გამო, რამაც ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა გამოიწვია, კომპანია იწყებს შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორიაზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, ხოლო დასაქმებულებს ალტერნატიული სავაჭრო ფართები შესთავაზდება.

შპს “თბილისი მოლი” “დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ, მასშტაბურ, გადაუდებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გასულ ღამეს ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა.
აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას, რაზეც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ოფიციალური ერთობლივი განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას.
აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ბოლო პერიოდში, შემკრები ჭების გამავლობის შეფერხება, რაც თავის მხრივ იწვევდა, ბაზრობის ტერიტორიის და მის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ფართების დატბორვას, შესაბამისად სარეალიზაციო პროდუქციის განადგურებას.
შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ და მუნიციპალური სამსახურების მიერ, ბაზრობის ტერიტორიის მიღმა არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, შპს „თბილისი მოლი“ იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება:
სანიაღვრე და საკანალიზაციო მიწისქვეშა ქსელების სრული ჩანაცვლება და ტექნიკური მოდერნიზაცია,
ტერიტორიის კომპლექსური სანიტარიული დამუშავება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა,
ასევ დაიწყება არსებული ინფრასტრუქტურის მომზადება შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.
უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე.
შპს „თბილისი მოლი“ მუნიციპალურ სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულად და მოკლე ვადებში წარმართვას, რომ ტერიტორია უახლოეს მომავალში პასუხობდეს თანამედროვე, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სტანდარტებს, – აცხადებს კომპანია.
(R)
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
- როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
- როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.