ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით - მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებში, სადაც ფინანსთა მინისტრის პოზიცია გაიზიარეს. ასევე, საკადრო ცვლილება განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით - მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთ
ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით - მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთიმედინიუსი

ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია.

„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები.

ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.