უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - დღეს სასამართლო ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს - მართლმსაჯულების გამო დღეს საზოგადოებაში პროტესტი არ არის, აქ საუბარი არა მაქვს მცირე ჯგუფებზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით მამისეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა, რომ სასამართლო ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს და მართლმსაჯულების გამო საზოგადოებაში პროტესტი არ არის, გარდა მცირე ჯგუფებისა. მან ასევე ხაზი გაუსვა მოსამართლის მედეგობისა და საქმეთა სიმრავლის საკითხებს.

საქართველო იმიტომ არის დიდებული, რომ ამ 35 წლის განმავლობაში შევძელით და იმ კონდიციამდე მივედით, რომ დღეს სასამართლო ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს - მართლმსაჯულების გამო დღეს საზოგადოებაში პროტესტი არ არის, აქ საუბარი არა მაქვს მცირე ჯგუფებზე, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით მამისეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.
მამისეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლის მედეგობა - მოსამართლე გარემოს მიმართ მაქსიმალურად მედეგი უნდა იყოს.
„ქვეყანაში მართლმსაჯულება ხორციელდება. 12-14% არის გამამართლებელი განაჩენები ან კვალიფიკაცია შეცვლილი განაჩენები. ადმინისტრაციულ საქმეებზე ადმინისტრაციული ორგანოები უფრო მეტ საქმეს აგებენ, ვიდრე იგებენ. სამოქალაქო სამართალი სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამოკიდებული. ერთადერთი არის ის, რომ არის ბევრი საქმე და შეიძლება ვერ ხდებოდეს საქმეებზე სწრაფი გადაწყვეტილებას მიღება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მედეგობა. გარემოს მიმართ მაქსიმალურად მედეგი უნდა იყო. სხვაგვარად შეუძლებელია. სხვაგვარად ის ღირსება და ის მანტია, რომელიც მოსამართლეს გააჩნია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა“, - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.