ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გზების დეპარტამენტი - 16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 16 და 17 სექტემბერს, დილის 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდინარე არაგვის ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით და მონაცვლეობით შეიზღუდება. შეზღუდვა უკავშირდება ხიდების ტექნიკური მდგომარეობის სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას, რა დროსაც მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.

გზების დეპარტამენტი - 16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება
გზების დეპარტამენტი - 16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდებაინტერპრესნიუსი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.

კერძოდ, მათივე ცნობით, 16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა აუცილებელია თბილისი–სენაკისა და სენაკი–თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად.

სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.

16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.

17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება სენაკი–თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.

მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში ადგილზე გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.

არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.