ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დიმიტრი პესკოვი - რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ და ამის გაგრძელებას აპირებენ. პესკოვი ამგვარად გამოეხმაურა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს, იაგოდინის სადგურზე სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშს. „უკრზალიზნიცას“ ცნობით, შესაძლოა დარტყმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების მრჩევლები და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმყოფებოდნენ.

დიმიტრი პესკოვი - რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ
დიმიტრი პესკოვი - რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენინტერპრესნიუსი

რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა კომენტარი უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით გააკეთა.

„თუ სწორად გავიგე, საუბარი უკრაინის ტერიტორიაზეა. ჩვენი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ და ამის გაგრძელებას აპირებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა დრონებით თავდასხმა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე იაგოდინის სადგურზე მყოფ სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განახორციელა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ „უკრზალიზნიცამ“ განაცხადა, რომ შესაძლოა, დრონებით დარტყმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელიც ლოკომოტივის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, იაგოდინის სადგურზე იდგა. მატარებელში ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.