ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე $109 გახდა, ხოლო WTI-ის ფასმა $105-ს მიაღწია. სიტუაცია დაიძაბა საუდის არაბეთის მილსადენზე დრონებით იერიშისა და ჰორმუზის სრუტეში მომხდარი თავდასხმების ფონზე.

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა
კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდაBM.GE

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების საფრთხე კრიტიკულად გაზარდა, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 3.7%-ით გაიზარდა და ბარელზე $109 შეადგინა. ამერიკულ WTI-ზე ფასმა 3.6%-ით მოიმატა და ბარელზე $105-ს მიაღწია. რუსულ Urals-ს რაც შეეხება, მისი ფასი 105 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის საშუალოდ 80%-ით არის გაძვირებული და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის, მაგალითად, დიზელის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, რომელიც საქართველოში უკვე ლიტრზე 4.5 ლარს აჭარბებს.

დღეს ნავთობის გაძვირება საუდის არაბეთის მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენის დროებით დახურვას უკავშირდება, რომელზედაც გასული დღეების განმავლობაში დრონებით იერიში განხორციელდა. ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში არსებულ რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს და საუდის არაბეთისთვის სრუტის სრული ჩაკეტვით იმუქრებიან.

ამის ფონზე, ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისთვის გემებისგან სპეციალურ ნებართვას ითხოვს და მომსახურების საფასურის დაწესებას განიხილავს. იმ გემებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ ემორჩილებიან, ირანული მხარე თავს ესხმის, აშშ-ის შეიარაღებული ძალები კი ჰორმუზში უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც ტრაფიკი მკვეთრად შემცირებულია.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ზამთრის მოახლოებისას ბაზარზე მწვავე ენერგეტიკული დეფიციტი გაჩნდება, რომელიც ინფლაციას დააჩქარებს და ნავთობს ახალ რეკორდამდე გააძვირებს.

კრიტიკოსების შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის და ირანის წინააღმდეგ დაუსრულებელი ომის დაწყების შედეგია.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.