ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, კერძოდ საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო მიმართულებებით, ბოლო ათწლეულის რეკორდული და ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა როგორც გადამუშავებული ტვირთების, ისე მგზავრთნაკადის მოცულობა.

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიაიმედინიუსი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია.

ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში. ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.

სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში.

რაც შეეხება საჰაერო კარგოს, ამ სეგმენტში ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.

საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.