ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია • POSTV

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ექსპორტის მოცულობა 24.8%-ით გაიზარდა და 752.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.6%-ით გაიზარდა და 2,303.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა სავაჭრო დეფიციტი.

საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია • POSTV
საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია • POSTVPOSTV

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 24.8%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდულ ნიშნულს – 752.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია 8 თვის ჯამურ მაჩვენებლებშიც. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის 22.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და რეკორდულ – 5,422.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

აგვისტოში 9.6%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაც და აგვისტოს თვის რეკორდული დონე – 2,303.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ჯამურმა ბრუნვამ 8.3%-იანი ზრდის ფონზე 17,915.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ექსპორტის მკვეთრ ზრდასთან ერთად, აგვისტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის სავაჭრო ბალანსიც. სავაჭრო დეფიციტი 798.5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც, გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, 95.8 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესებას წარმოადგენს.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი 2025 წლის რეკორდული მაჩვენებლებისა და პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ, 10.5%-იანი მატებით, 25.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.