ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გეკა გელაძის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სახელმწიფოს უსაფრთხოება პიროვნებებზე არ არის დამოკიდებული და სისტემა გამართულად მუშაობს.

დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული
დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებულიპირველი არხი

დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გეკა გელაძის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სისტემა გამართულად მუშაობს და დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე.

„იმას, თუ ვაფასებთ, კადრების ცვლილება რამდენად მოქმედებს სახელმწიფო უწყებებზე, იმ შედეგებიდან უნდა ამოვიდეთ, უწყება როგორ მუშაობს. როდესაც ვხედავთ, რომ უწყება გამართულად მუშაობს, ნებისმიერი იმ პირის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელობდა, ე.ი. სისტემა გამართულად მუშაობს და სისტემა დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე. ამიტომ, თუ კონკრეტულმა პირმა გადაწყვეტა და თანამდებობა დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილებაა.

უწყების საქმიანობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ კადრების ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს და უწყება თავის საქმეს ვეღარ ასრულებს, შეიძლება, რელევანტური იყოს ამ კითხვის დასმა, მაგრამ უწყება გამართულია, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ეს დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.