ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს

რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. „გაზპრომ სომხეთის“ ცნობით, მომხმარებელთა უწყვეტი გაზმომარაგება შიდა რეზერვებისა და ირანიდან მიწოდებული დამატებითი მოცულობების ხარჯზე განხორციელდება.

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავსნეტგაზეთი

რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი“ იტყობინება.

„რუსეთის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ კომპლექსური გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება.

“აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან (IRI) მოწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.