რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2026 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 1 508 600 ცოცხალ ძალას და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკას. რუსეთის მხარემ უკრაინის სამხედრო დანაკარგების სტატისტიკა ბოლოს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა. ომის პირობებში მხარეების მიერ გავრცელებული მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 508 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 700. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 345 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 331 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 49 752 ერთეული [+74]
MLRS – 2 127 ერთეული [+7]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 637 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 516 441 ერთეული [+2 124]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 615 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 148 807 ერთეული [+548]
სპეცტექნიკა – 4 683 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
დენის პროკოპენკო განახლებულ „აზოვის“ ჯგუფს უხელმძღვანელებს
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
- რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
- რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.