ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

AD Black Sea 2026 -ის გამარჯვებულები ცნობილია

ბათუმში კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD Black Sea 2026-ის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მე-10 საიუბილეო ფესტივალზე კონკურსის მონაწილეები 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, გრან-პრის მფლობელები კი სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ.

AD Black Sea 2026 -ის გამარჯვებულები ცნობილია
AD Black Sea 2026 -ის გამარჯვებულები ცნობილიანეტგაზეთი

12 სექტემბერს, ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის – Ad Black Sea 2026-ის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მე-10 საიუბილეო ფესტივალმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები – სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები, კონტენტ-კრეატორები და ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები.

კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, მათ შორის – ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციისა და ფილმის მიმართულებებით. ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.

AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ.

გამარჯვებულები ნახე ბმულზე: https://adblacksea.com/news/67

უკვე მეორე წელია, რაც გამარჯვებული პროექტები The One Club Global Creative Rankings-ში აისახება, რაც რეგიონში შექმნილ ნამუშევრებს საერთაშორისო პროფესიულ რუკაზე დამატებით ხილვადობას ანიჭებს.

AD Black Sea-ის მე-10 საიუბილეო გამოცემის მთავარი გზავნილი იყო ON THE EDGE – Festival of Creative Resistance. კონცეფცია კრეატივს წარმოაჩენდა, როგორც ზღვარზე ყოფნისა და პროფესიული წინააღმდეგობის ძალას – განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ინდუსტრია სწრაფ ტექნოლოგიურ და კულტურულ გარდაქმნებს გადის.

ფესტივალის მთავარ სცენაზე გლობალური კრეატიული ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები წარდგნენ, მათ შორის:

დევიდ დროგა – Accenture-ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და Droga5-ის დამფუძნებელი;

სინდი გელოპი – MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;

ნატაშა ჯენი – Pentagram New York-ის პარტნიორი;

მიჰნეა გეორგიუ – Le Pub-ის გლობალური მთავარი კრეატიული დირექტორი;

კატალინ დობრე – McCann Worldgroup Romania-ს მთავარი კრეატიული დირექტორი და თანააღმასრულებელი დირექტორი;

იოჰანა იასკოვსკა – ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი .

მათი გამოსვლები შეეხებოდა კრეატიულ ლიდერობას, დიზაინს, ტექნოლოგიას, კულტურასა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინდუსტრიის ტრანსფორმაციას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ განსხვავებული საერთაშორისო ხედვები, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი კავშირები რეგიონისა და მსოფლიოს კრეატიულ საზოგადოებასთან.

წელს ფესტივალზე უკვე მეორედ გაიმართა Creator Stage – დამოუკიდებელი სივრცე კონტენტ-კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, სადაც მონაწილეებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების ხედვა გაუზიარეს.

მე-10 საიუბილეო წელიწადი Ad Black Sea-ის ათწლიანი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალმა 40-ზე მეტი ქვეყნიდან 290 ჟიურის წევრს, 40-მდე ქვეყნიდან 283 სპიკერს, 4,872 საკონკურსო განაცხადსა და 7,135 დელეგატს უმასპინძლა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პროფესიულ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

AD Black Sea 2026 ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 სექტემბერს დასრულდა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.