ალის ვაიდელი: „ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები,
გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ შეაჩერებენ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას, მოსთხოვენ უკრაინას თანხების დაბრუნებას და მიიჩნევენ, რომ გერმანიაში მყოფი უკრაინელები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე“, – განაცხადა გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა.
„მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან, სამშობლოში დაბრუნდნენ“, – აცხადებს ვაიდელი.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.