პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო მესამე სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამე, სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
„14 სექტემბერს, 14:00 საათზე, საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.