ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს

სომხეთის მთავრობა პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. დოკუმენტს ხელი მოეწერა 2026 წლის 26 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლონეთში ვიზიტისას. შეთანხმება ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და პროცედურების დადგენას, ასევე პოლონეთში სომხეთის სამხედრო ატაშეს ყოლას.

სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს
სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავსრადიო თავისუფლება

ეს ინფორმაცია ცნობილი ხდება სომხეთის მთავრობის 11 სექტემბერს დანიშნული სხდომის დღის წესრიგიდან.

„შეთანხმების რატიფიცირება შეავსებს თანამშრომლობის დღის წესრიგს, შექმნის საფუძველს ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვისა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის წინსვლისთვის“, - წერია დღის წესრიგში.

„ძირითადი პრინციპების დადგენა“

„შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და პროცედურების დადგენა“, - ნათქვამია ანონსში.

შეთანხმება ასევე განსაზღვრავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებსა და ფორმებს, კლასიფიცირებული ინფორმაციის გაზიარებისა და დაცვის პროცედურას და ა.შ..

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ შეთანხმების ტექსტი არ არის ხელმისაწვდომი.

პოლონეთში სომხეთს სამხედრო ატაშე ეყოლება

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ედვარდ ასრიანი პოლონეთში 7 სექტემბრიდან იმყოფება.

მისი ხელმძღვანელობით სომხურმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საჩვენებელ წვრთნებში, ასევე ქალაქ კიელცეში საერთაშორისო შეიარაღების გამოფენაში.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთან.

აგვისტოს ბოლოს კი სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ იანვრიდან პოლონეთში სამხედრო ატაშე ეყოლება.

2026 წლის მაისში ვარშავაში იმყოფებოდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი და პოლონელ კოლეგას შეხვდა.

ფაშინიანის ვიზიტი თებერვალში

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი პოლონეთში 2026 წლის 26 თებერვალს.

სწორედ ამ ვიზიტისას მოაწერეს ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი შეთანხმებას „სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, - რის რატიფიცირებასაც ამჟამად გეგმავს ერევანი.

კერძოდ, დოკუმენტს პრემიერების თანდასწრებით მოაწერეს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სამხედრო თანამშრომლობა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა მაშინ დონალდ ტუსკმა.

პოლონეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ამჟამად დაძაბულია დიპლომატიური ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორისაც.

ტუსკმა ასევე განაცხადა: „ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალზედ საქებარია სომხეთის მიერ ევროპულ გზაზე შედგომა“.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.