ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ესაა და ეს მთელი ჩინეთი” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდა ერთჯერადი შემთხვევაა და ის „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენას უკავშირდება. მისი თქმით, ჩინეთი 2025 წლის მდგომარეობით უმსხვილეს ინვესტორთა შორისაც არ იყო და ხელისუფლების იმედი, რომ დასავლურ ინვესტიციებს აღმოსავლური ჩაანაცვლებდა, არ გამართლდა.

“ესაა და ეს მთელი ჩინეთი” – რომან გოცირიძე
“ესაა და ეს მთელი ჩინეთი” – რომან გოცირიძეალია

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ჩინური ინვესტიციების ზრდაზე: ეს ერთჯერადი შემთხვევაა და დაკავშირებულია „ბაზისბანკის“(ჰუალინგის) მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან.

ჩინური ინვესტიციების დაახლოებით 90 პროცენტი მოდის ერთ სამშენებლო კომპანიაზე, რომელმაც საბავშვო ოლიმპიადის დროს თბილისის ზღვაზე მისი მონაწილეებისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენა და შემდეგ საქართველოში ინვესტირება გადაწყვიტა. თავდაპირველად, იქვე ააშენა სასტუმრო და სავაჭრო მოლი, შემდეგ ქუთაისში მიწა შეიძინა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დააფუძნა, მოგვიანებით იყიდა „ბაზისბანკი“ და წელს, აგერ, „ლიბერთი ბანკიც“. ესაა და ეს მთელი ჩინეთი.

ჩინეთი 2025 წლის მდგომარეობით საქართველოს ათ უმსხვილეს ინვესტორთა შორისაც არ იყო და ამ ეტაპზე რაიმე ისეთი ტენდენცია არ იკვეთება, რომ ჩინური ბიზნესი საქართველოთი ფართოდ დაინტერესდეს.

მას შემდეგ, რაც სამწუხარო ფაქტი მოხდა და ემირატების „დაბი ჯგუფმა“ („ტერაბანკი“, სასტუმრო „ბილტმორი“ და სხვა აქტივები) საქართველო დატოვა, ჩინეთი 2026 წლისთვის პირველად აღმოჩნდება ათ უმსხვილეს ინვესტორ სახელმწიფოს შორის-თუმცა, საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებლით.

ხელისუფლების იმედი, რომ დასავლურ ინვესტიციებს აღმოსავლური ჩაანაცვლებდა, არ გამართლდა-ვინც იყო, ისინიც გადიან. დასავლეთთან იზოლაციაში მყოფი ქვეყანა არავისთვისაა საინტერესო. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ისეთი ინვესტორები შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებიც აქ კაპიტალის შემოტანის ნაცვლად, პირიქით, აქედან უფრო მეტის გატანაზე იქნებიან ორიენტირებული.

ამის ერთ-ერთი მაგალითია იგივე „იგლ ჰილზი“, რომელიც კრწანისის ტყე-პარკისა და მტკვრის ჭალების განადგურებას აპირებს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ალია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.