ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთმა პავლოგრადში სავაჭრო ცენტრს შეუტია – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა პავლოგრადის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვი და ორი მეხანძრე. ასევე, რუსულმა დრონებმა სუმის სავაჭრო ცენტრსაც შეუტიეს.

რუსეთმა პავლოგრადში სავაჭრო ცენტრს შეუტია – არის მსხვერპლი
რუსეთმა პავლოგრადში სავაჭრო ცენტრს შეუტია – არის მსხვერპლიბათუმელები

დღეს, 10 სექტემბერს, შუადღისას, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, პავლოგრადის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ ზუსტდება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი და ორი მეხანძრეა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობდნენ.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე ქუჩები მომხმარებლებით იყო გადაჭედილი.

თავდასხმის შედეგად დაიწვა მანქანები, საცალო ვაჭრობის პავილიონები და მაღაზია.

ასევე, დღეს, რუსულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს სუმის სავაჭრო ცენტრს, სადაც გუშინ, 9 სექტემბერს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
  2. რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
  3. რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.