სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ს სანქციებს დაიცავენ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს დაიცავს. აშშ-ის სანქციები მოიცავს ისეთ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც საქართველოში რეისებს ასრულებენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციებს დაიცავს.
კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას. მათ შორის რამდენიმე ავიაკომპანია (Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines, Fly Kish Airlines) რეისებს ასრულებს საქართველოშიც.
„საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც.
საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
საქართველო ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.
ამასთან, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.
საქართველო მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვასა და გააგრძელებს აღნიშნული მექანიზმებით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აშშ-მა დაასანქცირა ირანული ავიაკომპანიები, მათ შორის, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
- როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
- როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.