ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ღვინის დამზადების 8 000 წლიანი ტრადიცია, უძველესი და თანამედროვე შესაძლებლობები - საქართველო მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად მონაწილეობს

საქართველო მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად მონაწილეობს და ვიზიტორებს თავის 8 000 წლიან ღვინის დამზადების ტრადიციასა და ბიზნესპოტენციალს აცნობს. ქართული პავილიონი პეკინის ვიცე მერმაც დაათვალიერა.

ღვინის დამზადების 8 000 წლიანი ტრადიცია, უძველესი და თანამედროვე შესაძლებლობები - საქართველო მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად მონაწილეობს
ღვინის დამზადების 8 000 წლიანი ტრადიცია, უძველესი და თანამედროვე შესაძლებლობები - საქართველო მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად მონაწილეობსრუსთავი 2

ღვინის დამზადების 8 000 წლიანი ტრადიცია, უძველესი და თანამედროვე შესაძლებლობები - სწორედ ასე ეცნობა საქართველო უცხოელ სტუმრებს მსოფლიო დონის გამოფენაზე. მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო წელს პირველად მონაწილეობს.

გლობალური მომსახურებები და საერთო კეთილდღეობა, ეს არის წლევანდელი გამოფენის თემა, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანას და 1800 ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

სივრცეში, სადაც ერთმანეთს ტექნოლოგიები და ინოვაციები ხვდება, საქართველო ვიზიტორებს საკუთარ პოტენციალს აცნობს.

საქართველოს ეროვნულ პავილიონი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ვიზიტორები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს, ტურისტულ პოტენციალს და საქართველოს შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.

საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი პეკინის ვიცე მერმა დაათვალიერა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ჩინეთის დედაქალაქი 2012 წლიდან მასპინძლობს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.