ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძის შესახებ: “ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის ქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბლოგერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ პასუხისმგებლობის ასარიდებლად მარგარიტა სიმონიანის ლანძღვის თემა მოიგონა.

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძის შესახებ: “ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა
ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძის შესახებ: “ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენაPOSTV

“ახლა რა ხდება: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის შესახებ.

„ამ სიუჟეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია ფონად – დრამატული მუსიკა და წარწერა: „სინდისის მორიგი პატიმარი“.

სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან და მსხვერპლიც, თურმე, შენ ხარ. შეურაცხყოფა შენი იყო, პასუხისმგებლობა კი, ცხადია, ვიღაც სხვისი უნდა იყოს. ასეთი ლოგიკის გასაგებად, ალბათ, ცალკე სახელმძღვანელოა საჭირო.

ყველაზე კომიკური ის არის, როცა ადამიანი ჯერ სკანდალს შეგნებულად ქმნის და მერე გაკვირვებული სახით კითხულობს: „რატომ მოჰყვა ამას რეაქცია?“ პასუხი რთული ნამდვილად არ არის – იმიტომ, რომ კამერის წინ გინება არც ჟურნალისტიკაა, არც პოლიტიკური სიმამაცე და არც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი”, – წერს მეტრეველი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.