ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ჩინეთის აღმოსავლეთით, სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ცინგდაოს პორტში, გემთმშენებელ ქარხანაში სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, ხომალდზე სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 17-ის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ხოლო ჩინეთის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს.

ჩინეთის აღმოსავლეთით, სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის აღმოსავლეთით, სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2

ჩინეთის აღმოსავლეთით, სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ჩინურ სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ცინგდაოს (Qingdao) პორტში, გემთმშენებელ ქარხანაში მოხდა, სადაც უცხოური დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი სარემონტო სამუშაოებს გადიოდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:15 საათზე გაჩნდა და მისი ლიკვიდაციას სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა.

გემზე სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა. 17 მათგანის ევაკუაცია განხორციელდა, საიდანაც ხუთი პირი ამჟამად საავადმყოფოშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების თანახმად, ხომალდი არის Ocean Melody - 190 მეტრი სიგრძის, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო, რომელიც ცინგდაოში 31 აგვისტოს ჩავიდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თვითმხილველის თქმით, გემიდან სქელი კვამლი ამოდიოდა, თუმცა აფეთქების ხმა არ გაუგია.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების სრული მობილიზება მოითხოვა, პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა კი „მეორადი დიასტრების თავიდან აცილების“ აუცილებლობაზე გაუსვა ხაზი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.