ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობა დაბომბა

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინული ტელეკომპანია "ჩვენ - უკრაინის" შენობა დაბომბეს. ჟურნალისტების ცნობით, მთავარი დარტყმა ნიუსრუმსა და სამუშაო კაბინეტებზე განხორციელდა. „თავდასხმის დროს „ჩვენ - უკრაინა“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა ეროვნულ ტელემარათონს „ერთიანი ამბები“, - ნათქვამია გავრცელებულ...

რუსეთმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობა დაბომბა
რუსეთმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობა დაბომბარადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინული ტელეკომპანია "ჩვენ - უკრაინის" შენობა დაბომბეს. ჟურნალისტების ცნობით, მთავარი დარტყმა ნიუსრუმსა და სამუშაო კაბინეტებზე განხორციელდა.

„თავდასხმის დროს „ჩვენ - უკრაინა“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა ეროვნულ ტელემარათონს „ერთიანი ამბები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს ტელეკომპანიის შენობის დაბომბვის პირველი შემთხვევა არაა, 20 აგვისტოს ღამით კიევის დაბომბვისას ტელეკომპანიის შენობაც დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმის კომენტირებისას თქვა, რომ დაშავდა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, "რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც".

"დღეს რუსეთმა მედიას და ჟურნალისტებს დაარტყა. დრონმა იერიში მიიტანა ტელეკომპანია "ჩვენ - უკრაინაზე" ტელემარათონის დროს. უბრალოდ დღისით, ეს ის დროა, როდესაც ჟურნალისტები ეთერში იყვნენ. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია... "შახედები" მედიის წინააღმდეგ - ეს რუსეთის დეგრადაციის ახალი ფურცელია და ამას ევროპისა და მსოფლიოს მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასობაში კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ ბოლო მონაცემებით, 8 სექტემბრის ღამით კიევზე რუსეთის თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ დაშავებულია 19 ადამიანი.

რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ყველა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - დრონებით, რაკეტებით, მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ მიზანმიმართულ ხასიათს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მიზანმიმართული დაბომბვა, რათა მოსახლეობას არ მიეწოდოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, კომუნიკაციები, სამედიცინო მომსახურება და სხვა აუცილებელი სერვისები, გენოციდის აქტებს წარმოადგენს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.